განათლება
2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცნობილია ისიც, რომ 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირებიც ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

2021 წლის გამოცდების განრიგი ასეთია:

ერთიანი ეროვნული გამოცდები:

1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
6 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
6 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;
12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
14 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
15 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
15 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
16 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
20 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
20 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 ივლისი (მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

28 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
27 ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
28 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა ;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.

| Print |
FaceBook Twitter Google