განათლება
გურჯაანის საბავშვო ბაღში საზაფხულო ჯგუფები პირველი ივლისიდან გაიხსნება
გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაგა-ბაღში პირველი ივლისიდან საზაფხულო ჯგუფები დაიწყებს ფუნქციონირებას.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ჯგუფში ის ბავშვები ჩაირიცხებიან, რომელთა მშობლებიც დასაქმებულები არიან.
„პირველი ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაგა - ბაღში გაიხსნება ე.წ. ზაფხულის ჯგუფები. მიიღებიან ის აღსაზრდელები, რომელთა ორივე მშობელიც დასაქმებულია. ეს არის ერთადერთი და აუცილებელი მოთხოვნა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი მშობელი თვითდასაქმებულია, ან ზოგი ინდმეწარმეა, ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისიწნებთ და საზაფხულო ჯგუფში ასეთი მშობლების ბავშვებსაც ჩავრიცხავთ. ჯგუფები ასაკობრივად დალაგდება. ამჟამად ბავშვების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ გვაქვს, თუ 120-ზე მეტი ბავშვი მოგროვდება, ორი ჯგუფი კიდევ დაემატება. იმუშავებს გახანგრძლივებულიც.“

მისივე თქმით, ჯგუფში ჩასარიცხად აღსაზრდელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სამსახურიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google