განათლება
მასწავლებლის გამოცდები იწყება
ხვალიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველებიი და სპეციალური მასწავლებლები ჩაერთვებიან.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტ აპლიკანტს აქვს გავლილი. მათ შორის არიან ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც წინა წელს (2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით) გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა გამოცდაზე გასვლის თარიღი პანდემიის მიზეზით ერთი წლით გაუხანგრძლივდათ. გასული წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 4000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული.

მასწავლებლის გამოცდაზე სიახლეა იმ კუთხითაც, რომ წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.ის სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს გამოცდის საფუძველზე აიმაღლებენ, უკვე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
მასწავლებლებისთვის გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google