განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ონლაინმოდელზე 11 საჯარო სკოლა გადავიდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში სრულ ონლაინრეჟიმზე 11 საჯარო სკოლაა გადასული.

როგორც საგანამანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დღეს ონლაინსწავლებაზე მესამე საჯარო სკოლაც გადავიდა.
„დღეს სრულ დისტანციურ სწავლაზე გადავიდა მესამე საჯარო სკოლა. აქ მშობლებმა გამოიჩინეს ინიციატივა , ყველა დარეგისტრირდა ვებპორტალზე და გამოთქვეს სურვილი, რომ მათმა შვილებმა 28 ოქტომბრიდან სწავლა განაგრძონ ონლაინმოდელით. 28-ში თუ მშობლები გააუქმებენ რეგისტრაციას ბავშვები მომდევნო ორშაბათიდან საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლებას. რაც შეეხება ჰიბრიდულ მოდელს, მუნიციპალიტეტში ამ ფორმატში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს შაშიანის, კაჭრეთის და კარდენახის სკოლებში.“

მისივე თქმით, ონლაინმოდელზე დღეის მდგომარეობით გადასულია: ახაშნის, ჩუმლაყის, არაშენდის, გურჯაანის მესამე, სოფელ გურჯაანის, ვეჯინის, გურჯაანის პირველი, გურჯაანის მეორე, ვაზისუბნის, ჯიმითისა და გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლები.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / სკოლა /