განათლება
ორშაბათიდან, შესაძლოა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს
დღეს ბოლო დღეა, იმისთვის, რომ მშობლებმა ონლაინსწავლების მოთხოვნაზე რეგისტრაცია გააუქმონ.


ამაზეა დამოკიდებული სკოლების გადასვლა პირისპირ რეჟიმზე.

როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, დალი მინდიაშვილმა Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მშობლებს ვადა დღეს 6 საათამდე აქვთ. ამის შემდეგ შესაძლოა ზოგიერთი სკოლა საგაკვეთილო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდეს საკლასო ოთახებში.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი საჯარო სკოლა იმყოფება, მათ შორის, რამდენიმე სკოლაში ჰიბრიდული მოდელით სწავლობენ.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება ან გაუქმება შესაძლებელია პორტალზე: online.emis.ge

ცნობისთვის, დღეს გურჯაანში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია speqtri.ge-ს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დღეს მუნიციპალიტეტში ინფიცირების 111 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ კი 124 ფაქტი იყო აღრიცხული.

| Print |
FaceBook Twitter Google