განათლება
საგარეჯოს ექვს ბაღში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
კორონავირუსის შემთხვევების გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ექვსი საბავშო ბაგა-ბაღი დაიხურა. ამის შესახებ speqtri.ge-ს გაერთიანების ხელმძღვანელმა, ელზა გილაშვილმა განუცხადა.
"დახურულია მზისგულის, გომბორის, მანავის #2, პატარძეულის #2, საგარეჯოს #6 და #4  საბავშვო ბაღები. ვირუსი აღმზრდელებს დაუდასტურათ და იმიტომ შეჩერდა ფუნქციონირება. მზისგულის ბაღი უნდა გაგვეხსნა, მაგრამ მშობლებს არ მოჰყავთ ბავშვები, ეშინიათ, სოფელში ვირუსის ბევრი შემთხვევაა. ზოგადად, ბავშვთა მცირე რაოდენობა დადის ბაღში, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვმუშაობთ. ამის გარდა, ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ სხვა ექვსი ბაღია დახურული, თუმცა არა ვირუსის გამო, კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს,"- აღნიშნა გილაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სულ 29 საბავშვო ბაღია.

| Print |
FaceBook Twitter Google