განათლება
გურჯაანში ოთხი სკოლა კვლავ ონლაინსწავლების რეჟიმზე რჩება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლიდან ოთხი ონლაინსწავლების რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანლის დალი მინდიაშვილის განმარტებით, არაშენდის, ახაშნის, ჩუმლაყის და მესამე საჯარო სკოლებში ონლაინსწავლება მშობლების სურვილით მიმდინარეობს.

„დღეიდან ყველა საჯარო სკოლა რომელიც ონლაინსწავლებაზე იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციით, აგრძელებს დასწრებით სწავლებას, საკლასო ოთახებში. მხოლოდ ოთხი სკოლა სადაც თვითონ მშობლები არიან დარეგისტრირებულები ონლაინსწავლების პორტალზე აგრძელებს ონლაინსწავლებას. გარდა ამისა, ჰიბრიდულზეა გადასული კარდენახის, კალაურის და ასევე შაშიანის საჯარო სკოლების რამდენიმე კლასი. “

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / სკოლა /