განათლება
თელავის მუნიციპალიტეტში ყველა ბაღი დაკეტილია
კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო თელავის მუნიციპალიტეტის ოცდათორმეტივე საბავშო ბაღი დაკეტილია.
როგორც საბავშო ბაგა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია მებაღიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თუ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება, სააღზრდელო დაწესებულებები 21 ნოემბერს დაიწყებენ ფუნციონირებას. 

-"კორონავირუსის ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ამიტომ  21 ოქტომბერს ერთი თვით დაიკეტა ბაღები. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება პირველადი ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტის, შრომის უსაფრთხოების და რა თქმა უნდა, ჩვენი. ვნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება, კახეთი მეორე ადგილზეა შემთხვევების მატების კუთხით. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ავტომატურად გაიხსნება. პირველ რიგში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო გვინდა,"- აღნიშნა ლუარსაბაშვილმა.

ცნობისთვის, ყველა ბაღი დაიკეტა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც, საგარეჯოში კი ექვსმა სააღმზრდელო დაწესებულებამ დროებით შეაჩერა ფუნქციონირება. 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / თელავი /