განათლება
სოფელ აწყურში საბავშვო ბაღი აშენდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საბავშვო ბაღი აშენდება. როგორც speqtri.ge-ს ახმეტის მერმა, ალექსანდრე ფიცხელაურმა განუცხადა, პროექტის მომზადება უკვე დაწყებულია.

"სოფელ აწყურში ბაღის მშენებლობისთვის 700 000 ლარია გათვალისწინებული, ბაღში ორი ჯგუფი განთავსდება. აგრეთვე, აწყურის მსგავსად, ნაქირავებ ფართში გვყავს ბავშვები სოფელ ხორხელშიც. ვითანამშრომლეთ განათლების სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგან სკოლის ფართი დიდია, ბაღიც იქ განვათავსოთ. ამისათვის, ჩატარდება რეაბილიტაცია, მოეწყობა ცენტრალური გათბობაც და აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღს ექნება ინდივიდუალური შესასვლელი,"- გვითხრა ფიცხელაურმა.

ცნობისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტში სულ 35 საბავშვო ბაღია და ყველა მათგანი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო დაკეტილია.
| Print |
FaceBook Twitter Google