განათლება
როდის გაიხსნება თელავში საბავშვო ბაღები
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრსელო პროცესი 22 ნოემბრიდან ვერ განახლდება.

როგორც speqtri.ge-ს ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ლუარსაბაშვილმა განუცხადა, ბაღები სავარაუდოდ, პირველი დეკემრიდან გაიხსნება.

"კარგად იცით, რაც ხდება მუნიციპალიტეტსა და მთელ საქართველოში. 22 ნოემბერს ვერ გავხსნით ბაღებს. ფიქრობთ, პირველი დეკემბრიდან დავიწყებთ მუშაობას. გვინდა, წინასაახალწლოდ ერთი თვით მაინც გვყავდეს ბავშვები ბაღში,"-აღნიშნა ლუარსაბაშვილმა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალოტეტში ყველა საბავშვო ბაღი 21 ოქტომრიდან დაკეტილია.
| Print |
FaceBook Twitter Google