განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მთავრდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.

პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, გაკეთდა გათბობის სისტემა, ლიფტი, სველი წერტილები და სპორტული მოედანი.

კალაურის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტს, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 4 მილიონი ლარით აფინანსებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "CMD" ასრულებს. რეაბილიტაციის სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა.

" საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის. მოზარდების განათლების ხელშეწყობა და მათი განვითარება ჩვენი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ეს თაობაა ჩვენი მომავალი. მადლობას ვუხდი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის ,"- ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მიმდინარე წელს, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google