განათლება
გურჯაანის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა, შორენა ფროდიაშვილმა განაცხადა, ბავშვების მისაღებად ყველა რეგულაციები იყო დაცული.
„დღეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულმა 37-ვე ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. 1970 აღსაზრდელიდან 427 ბავშვი გამოცხადდა. ყველა რეგულაცია იყო დაცული და ვფიქრობთ, შევინარჩუნებთ ამ კუთხით სტაბილურ მდგომარეობას. არცერთი აღსაზრდელი არ გაგვიბრუნებია უკან, არავის დაფიქსირებია ტემპერატურა ან სხვა სიმპტომები. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა გაიზრდება და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გასული წლის ნოემბრის თვიდან იყო შეჩერებული.

| Print |
FaceBook Twitter Google