განათლება
ჩუმლაყის სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა
დღეს კორონავირუსის გავრცელების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები.
„ჩუმლაყის სკოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ორი თებერვლის ჩათვლით, სრულ ონლაინ მოდელზე გადავიდა.“

რაც შეეხება სხვა სკოლებს, ჯერჯერობით ყველგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია დ სწავლება სასკოლო გარემოში მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google