განათლება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 18 სკოლა დაიკეტა
რთული ეპდვითარებაა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკარო სკოლებში. როგორც speqtri.ge- ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ განუცხადა, 26 საჯარო სკოლიდან 18 სკოლა დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

"ძალიან ცუდი კოვიდვითარებაა, ვირუსი უდასტურდებოდათ როგორც მასწავლებლებს, ასევე ტექნიკურ პერსონალსა და მოსწავლეებს. დანარჩენი სკოლები აგრძლებენ ჯერჯერობით სწავლას, არ არის რაოდენობრივად ისე, რომ დაიკეტოს. თუ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, ის გადავა იზოლაციაში. თუ ბევრ მასწავლებელს აღმოაჩნდება ვირუსი,ფიზიკურად, რესურსი აღარ იქნება სწავლის გაგრძელების,"-განაცხადა მანანა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კახეთში 344 მოქალაქეს დაუდასტურდა.
| Print |
FaceBook Twitter Google