განათლება
სიღნაღის ოცი სკოლიდან რვა დისტანიცურ სწავლებაზეა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 8 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა განუცხადა.
-"ონლაინ სწავლობს წნორის #1 საჯარო სკოლა, ასევე ვაქირის, ანაგის, საქობოს, ოზაანის, ბოდბის, ბოდბისხევისა და ძველი ანაგის სკოლები. წნორისა და ვაქირის სკოლები ორშაბათიდან უკვე განაახლებენ სასწავლო პროცესს, ძველი ანაგა 15-დან. სკოლის დახურვის გადაწყვეტილებას ვიღებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციით ,მათგან ოფიციალური წერილის საფუძველზე," - აღნიშა ლია ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 20 საჯარო და 2 კერძო სკოლაა.
| Print |
FaceBook Twitter Google