განათლება
როდის გაიხსნება დახურული ბაღები გურჯაანში
კორონავირუსის შემთხვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღი და 10 სააღმზრდელო ჯგუფია დახურული. ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, შორენა ფროდიაშვილმა განუცხადა.
"ბაღები ეტაპობრივად გაიხსნება. გუშინ გავხსენით 4 მათგანი, 17-ში გაიხსნება 3 ბაღი, 21 და 22 თებერვალს კი დანარჩენი. ქალაქ გურჯაანში მხოლოდ ერთი,  #3 ბაღია დახურული. ბაღების დახურვის გადაწყვეტილებას ვიღებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციით. ყველა შემთხვევის შესახებ ვაწვდით მათ ინფორმაციას და ისინი გვაძლევენ რეკომენდაციას ჯგუფის, ან ბაღის დახურვის თაობაზე,"-აღნიშნა შორენა ფროდიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 თებერვლის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 1229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა ამ მაჩვენებლით, რეგიონი, თბილისის, იმერეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ, მეხუთე ადგილზეა.
| Print |
FaceBook Twitter Google