განათლება
გურჯაანში ხუთი საბავშვო ბაღია დაკეტილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 37 საბავშვო ბაღიდან დღეის მდგომარეობით, ხუთია დაკეტილი.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, 2001 აღსაზრდელიდან, დღეს მხოლოდ 165 გამოცხადდა.
„დაკეტილია: კახიფარის, კალაურის მეორე, ქალაქის მესამე, კალაურის პირველი და ჭანდრის საბავშვო ბაღები. რაც შეეხება ცალკეულ ჯგუფებს დაკეტილია: ვეჯინის - ერთი, სოფელ ჩუმლაყის მეორე ბაღის - ერთი, გურჯაანის პირველი ბაღის - 3 და გურჯაანის მეოთხე ბაღის ორი ჯგუფი. სულ 165 აღსაზრდელი გამოცხადდა, რაც წინა დღეებთან შედარებით მომატებულია. “

მისივე თქმით, დაკეტილი ბაღები 21 და 22 თებერვალს გაიხსნება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /