განათლება
თელავში დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი სკოლა რჩება
თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში იანვრის თვესთან შედარებით, ეპიდვითარება დასტაბილირდა და სასწავლო პროცესი ყველგან საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
როგორც speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლევან მრელაშვილმა განუცხადა, გამონაკლისია მხოლოდ #6 საჯარო სკოლა, სადაც ყველა მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე არა კორონავირუსის გამო, არამედ მშობლების მოთხოვნის საფუძველზე გადავიდა.

"იანვართან შედარებით, ნამდვილად უკეთესი ვითარებაა. ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. მხოლოდ მეექვსე სკოლაში, მშობლებმა, დაარეგისტრირეს შვილები ონლაინ სწავლებაზე, რისი უფლებაც აქვთ. გახშირებული არ იყო კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა ასე მოისურვეს. ეს მცირეკონტიგენტიანი სკოლაა,"- გვითხრა ლევან მრელაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google