განათლება
2023 წლიდან საქართველოს სკოლებში დიფერენცირებული სწავლება დაიწყება
შესაძლოა, საქართველოს სკოლებში 2023 წლიდან დიფერენცირებული სწავლება დაიწყოს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სკოლებში ახალი პროგრამის დანერგვა.

გურჯაანის რესურსცენტრში დაგვიდასტურეს, რომ დიფერენცირებული სწავლების დანერგვა, მართლაც, იგეგმება, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. ამ პროცესს რიგი სამუშაოების გატარება სჭირდება.

დიფერენცირებული სწავლება, იგივე პროგრამული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რომ საშუალო საფეხურზე აირჩიონ სასურველი პროფილი და არჩეული მიმართულება მეტად სიღრმისეულად შეისწავლონ.
| Print |
FaceBook Twitter Google