განათლება
როდის გაიხსნება თელავში საბავშვო ბაღები
თელავის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მომდევნო კვირიდან განახლდება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია ლუარსაბაშვილმა განუცხადა.

- "ბაღები პირველი მარტიდან გაიხსნება, გახანგრძლივებული ჯგუფებიც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ეპიდვითარება მეტნაკლებად დასტაბილურდა. რეკომენდაციებისა და ყველა წესის დაცვით მივიღებთ ბავშვებს და მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს," - განაცხადა მან.

ცნობისთვის, თელავის  საბავშვო ბაღები 31  იანვრიდან დაკეტილია.
| Print |
FaceBook Twitter Google