განათლება
გურჯაანში სამი საბავშვო ბაღია დაკეტილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 37 საბავშვო ბაგა-ბაღიდან დღეის მდგომარეობით სამია დაკეტილი.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, ეპიდსიტუიაცია შედარებით დასტაბილურებულია.
„დაკეტილია სოფელ გურჯაანის პირველი, დარჩიეთის და ნანიანის ბაღები. იქ აღსაზრდელებს და თანამშრომლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ასევე დაკეტილია ხუთი სააღმზრდელო ჯგუფი სხვადასხვა ბაღში: შაშიანში - ერთი, გურჯაანის პირველ ბაღში - ერთი, მეორე ბაღშიც - ერთი და მეოთხეში - ორი სააღმზრდელო ჯგუფი. წერტილოვანმა დაკეტვებმა თავისი შედეგი გამოიღო. მომატებულია აღსაზრდელთა რაოდენობაც, დღეის მდგომარეობით გამოცხადდა 500 ბავშვი. ვფიქრობთ, მდგომარეობა კიდევ გაუმჯობესდება. “

მისივე თქმით, სოფელ გურჯაანის პირველი ბაღი - 4 მარტს, ხოლო - დარჩიეთის და ნანიანის 7 მარტს გაიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /