განათლება
როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ სამაგისტრო გამოცდისთვის
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

უწყების ინფორმაციით, რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფო სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე აფინანსებს მხოლოდ ერთხელ.

რეგისტრაციის გავლამდე მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

| Print |
FaceBook Twitter Google