განათლება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 4 აპრილამდე გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ ან მოიპოვონ სწავლის დაფინანსება. გამოცდების ცენტრის განმარტებით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც შეწყვეტილი აქვთ სტუდენტის სტატუსი და სურთ სწავლის დაფინანსების მოპოვება.

თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

| Print |
FaceBook Twitter Google