განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ტრენინგების სერია BTU-სგან საქართველოს 10 დიდ ქალაქში ჩატარდება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ აბიტურიენტებს საჩუქრად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს სთავაზობს.
2020 წლის შემდეგ BTU აბიტურიენტებს სხვადასხვა კურსს, ტრენინგსა თუ აქტივობაში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. კამპანია “BTU აბიტურიენტებისთვის“ წელსაც გრძელდება და ამჯერად უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, BTU მოსამზადებელ ტრენინგებს ყველა ძირითად საგანში ჩაატარებს.

ესენია:
• მათემატიკა
• ისტორია
• ფიზიკა
• ქართული

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიაა, რომ მათ პროექტებსა და
ტრენინგებში ჩართვა ქვეყნის მასშტაბით რეგიონების წარმომადგენლებმაც შეძლონ.
სწორედ ამიტომ ტრენინგების სერია საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.

აბიტურიენტებთან შეხვედრები 30 მარტიდან აიღებს სტარტს და შემდეგი განრიგით
გაგრძელდება:

• თელავი - 30 მარტი
• რუსთავი - 1 აპრილი
• ბორჯომი - 2 აპრილი
• გორი - 5 აპრილი
• მცხეთა - 6 აპრილი
• ხაშური - 8 აპრილი
• ქუთაისი - 11 აპრილი
• ზუგდიდი - 12 აპრილი
• ოზურგეთი - 13 აპრილი
• ბათუმი - 14 აპრილი

ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების გარდა, მონაწილე
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგს - „ქალები
ტექნოლოგიებში“. მასზე დასწრება აბიტურიენტების სურვილისამებრ მოხდება.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ტექნოლოგიურ ტრენდებს, სიახლეებსა და
მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს.


| Print |
FaceBook Twitter Google