განათლება
სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მოსწავლეებზე, რომელთაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აუდიტი იმის დასადგენად, პანდემიის დროს რამდენად უზრუნველყოფილი იყო საქართველოს საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე.

აუდიტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე − კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. ასევე საგულისხმოა ის გარემოაბაც, რომ სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი არის ის, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში.

„ცენტრმა 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15,000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს;“ - ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნაში ასევ გამოკვეთილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

  • დისტანციური სწავლების განსახორციელებლად სამინისტრომ ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენა პლატფორმა Microsoft Teams, რომლის ლიცენზიების შესყიდვა დაიწყო 2019 წელს. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაბალი იყო მოსწავლეების მიერ ბონუს ლიცენზიების ათვისების მაჩვენებელი − 42%, ხოლო მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ აუთვისებელი იყო ფასიანი ლიცენზიების 17,5% და 10%. ლიცენზიების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში იქმნება რესურსის არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები;
  • დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმად გამოყენებულ იქნა საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარებას. ტელესკოლის გაკვეთილები სრულად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანს. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, კონკრეტულ საგნებში, შესაძლოა, დარჩნენ საგაკვეთილო პროცესის მიღმა;
  • პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში მიმდინარეობს რეგიონების მიხედვით იმ მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარმოება, რომლებიც მხოლოდ „ტელესკოლით“ იღებენ განათლებას, თუმცა პროექტის განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას ტელესკოლის ნახვადობის სტატისტიკის შესახებ სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, რაც აფერხებს პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესს;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მომავალმა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას. ამასთანავე, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან ჩანს, რომ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის შედეგებიც მიუთითებს უარყოფით გავლენაზე. აღნიშნული ხაზს უსვამს საგანგებო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას;
  • მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“, რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო სხვადასხვა მიზეზით. არსებობს რისკი, რომ აღნიშნული დეფიციტის გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15,000-მა მოსწავლემ;
  • „ასწავლე საქართველოსთვის“ და „დისტანციური სწავლება“ ემსახურება საერთო მიზანს, მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრას, თუმცა განსხვავებულია სწავლების წარმართვის ფორმა. „დისტანციური სწავლების“ ქვეპროგრამის განხორციელება, დაახლოებით, 4-ჯერ − 4,5-ჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსითაა შესაძლებელი და შეუძლია უფრო მეტი დეფიციტური კადრის მოძიება, რაც გაზრდის მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას, იმ შემთხვევებში, როდესაც რეგიონებში კვალიფიციური კადრის მივლინება შეუძლებელია.

ცნობისთვის, აუდიტი ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) და აუდიტის განვითარების ცენტრის (CAE) ექსპერტების ჩართულობით.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 14 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.