განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის
გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო
საგნად შეისწავლიან.
სამინისტროს ცნობით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023
წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ
ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი
სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო
რესურსების მომზადების კუთხით.
"ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა:
ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა,
გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი,
პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით
განსაზღვრულ კომპეტენციებთან,"-აცხადებენ სამინისტროში.
სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის
დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების
დანერგვას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები