განათლება
განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

თსუ-ს სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა, რექტორის გადადგომის მოთხოვნით გამოდიან. 10 ივნისს, საპროტესტო გამოსვლის დროს, სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა რექტორატი დაიკავა, რა დროსაც დაშავდა თსუ-ს დეკანი და დაცვის რამდენიმე თანამშრომელი.

“სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება”, – აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, სტუდენტები ითხოვენ, რომ ფინალური გამოცდები ონლაინ ფორმატში ჩატარდეს, ხოლო თსუ-ს რექტორი გადადგეს.

| Print |
FaceBook Twitter Google