განათლება
გურჯაანში „რა? სად? როდის?“ ზაფხულის სასკოლო სერია დაიწყო
დღეს, 22 ივლისს, გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ზაფხულის სასკოლო სერიის პირველი და მეორე ტური გაიმართა.

თამაში ტრადიციულად, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა.
პირველ და მეორე ტურში მონაწილეობა ცამეტი სკოლის გუნდმა მიიღო. ორივე ტური 15 კითხვისგან (ჯამში 30 კითხვა) შედგებოდა.
პირველი ორი ტურის მიხედვით, ამ დროისთვის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდი „სამეფო კარის ლავაშები“11 ქულა (4+7)
2. სოფელ მელაანის საჯარო სკოლის გუნდი „ევრიკა Jr.”9 ქულა (3+6)
3. გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „შემოსწრებულები“8 ქულა (3+5)
4. სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის გუნდი „ბოლოკოსტი“8 ქულა (5+3)
5. გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი „1121“7 ქულა (2+5)
6. სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის გუნდი „ეს ვიცოდით“7 ქულა (3+4)
7. სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი „A priori”7 ქულა (3+4)
8. სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი „ტანკისტები ომამდე - 7 ქულა (6+1)
9. სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი „Brainstormers”6 ქულა (3+3)
10. სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი „წიგნ-მენი“6 ქულა (4+2)
11. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი „7th son of the 7th son”3 ქულა (0+3)
12. სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის გუნდი „ელიტა“3 ქულა (2+1)
13. სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის გუნდი „ესპადა“0 ქულა (0+0)

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სერიაში მონაწილეობას ის მოაზროვნეებიც იღებდნენ, რომლებმაც სკოლა 2022 წელს დაამთავრეს.

თამაშის მომდევნო, მესამე და მეოთხე, ტური ორშაბათს, 25 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google