განათლება
გიორგი ბაინოვი გურჯაანის „ეტალონი“ მოსწავლე გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბაინოვმა ინტელექტუალურ ჩემპიონატ „ეტალონში“ „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით etaloni.ge - ი ავრცელებს.

გიორგი ბაინოვმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი კონკურსის საგზური მოიპოვა.

შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლემ კონკურსში გამარჯვებულ ოცდაათ საუკეთესო მოსწავლეს შორის იასპარეზა. გიორგი ბაინოვს „ეტალონმა“ მისი მიღწევის შესაბამისი დიპლომი გადასცა.

„ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.

პროექტი წელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში გამოვლენილია საქართველოს 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე.
| Print |
FaceBook Twitter Google