განათლება
„რა? სად? როდის?“ ერთდღიანი თემატური თამაში კინომოყვარულთათვის გურჯაანში
30 ივლისს, შაბათს 14:00 საათზე გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება „რა? სად? როდის?“ ერთდღიანი თემატური თამაში „კადრი 25“.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „გურჯაანის ინტელექტ-კლუბი რა? სად? როდის?“ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

თამაში დაკომპლექტებული იქნება 25 შეკითხვისგან. მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

გუნდი უნდა შედგებოდეს 6 მოთამაშისაგან, უნდა ჰქონდეს სახელი და ჰყავდეს კაპიტანი. იმ შემთხვევაში, თუკი გუნდი სრულად ვერ დაკომპლექტდება ან მსურველს გუნდი არ ჰყავს, შესაძლებელია თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ლოკაციაზე მისვლა და გუნდის შეკვრა.

წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 598552002 ან გააგზავნოთ შეტყობინება ფეისბუქ გვერდზე.


| Print |
FaceBook Twitter Google