პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
16:19 / 29.07.2022
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა
რეგისტრაციას.
პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოს მასშტაბით,
ეძლევათ შანსი, დარეგისტრირდნენ 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს
მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სისტემაში არსებობს 3 ტიპის - საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული
და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;
2. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი)
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული
დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9
კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია
ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე,
რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ
ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი
განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი)
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული
დოკუმენტის ფლობა.
გასათვალისწინებელია, რომ აპლიკანტს უფლება აქვს ჩააბაროს არჩეული
პროგრამების შესაბამისი ყველა გამოცდა და საბოლოო არჩევანი გააკეთოს
მისთვის სასურველ პროგრამაზე.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 22 აგვისტოს ჩათვლით, მითითებულ
ბმულზე
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები