განათლება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.
პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ეძლევათ შანსი, დარეგისტრირდნენ 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს
მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სისტემაში არსებობს 3 ტიპის - საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;

2. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა.

გასათვალისწინებელია, რომ აპლიკანტს უფლება აქვს ჩააბაროს არჩეული პროგრამების შესაბამისი ყველა გამოცდა და საბოლოო არჩევანი გააკეთოს მისთვის სასურველ პროგრამაზე.

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 22 აგვისტოს ჩათვლით, მითითებულ ბმულზე


| Print |
FaceBook Twitter Google