განათლება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები ცნობილია
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა.

შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge,და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი, ასევე ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტები შედეგების გაგებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ.

ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

არასასრუველი ქულის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეუძლია შედეგი გაასაჩივროს. როგორც ცენტრში განმარტავენ, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
| Print |
FaceBook Twitter Google