განათლება
სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა.
როგორც ფონდში ამბობენ, აქამდე სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 90-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.

ფონდის ცნობითვე, სოფელ ქვემო მაჩხაანის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია მოეწყო.
საკლასო ოთახების გარდა, აგრეთვე კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

| Print |
FaceBook Twitter Google