განათლება
კახეთში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაააჯილდოვეს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის 300-მდე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი დააჯილდოვეს.
დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. 

სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ, ვერცხლის მედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი.

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google