განათლება
ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში ახალი საბავშო ბაღი შენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
”75 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. ბაღის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო, მოეწყობა გასართობი საბავშვო ატრაქციონი“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3475857 ლარს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google