განათლება
გურჯაანში „რა? სად? როდის?“ მე-20 სასკოლო სერია დაიწყო
ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? სასკოლო სეზონის შემოდგომის, რიგით მე-20 საიუბილეო სერია უკვე დაიწყო. მასში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდი იღებს მონაწილეობას. კონკურსი ოთხი ტურისა და ფინალური თამაშისგან შედგება.
პირველი ტური 15 შეკითხვისგან შედგებოდა. შედეგები ასეთია:

12 - მელაანი, "ევრიკა"
11 - კაჭრეთი, "მოაზროვნე"
10 - ახაშენი, "წიგნ-მენი"
10 - ვაზისუბანი, "ოთხკუთხედი მაგიდის რაინდები"
10 - ველისციხე, "ტიტანი გელა"
9 - I სკოლა, "შუა ქალაქში"
9 - IV სკოლა, "1121"
8 - II სკოლა, "შემოსწრებულები"
8 - არაშენდა, "A priori"
8 - ზემოგურჯაანი, "End Game"
7 - ვაჩნაძიანი, "კასი ნოვა"
7 - ზემო კაჭრეთი, "ოლიმპო"
6 - ბაკურციხე, "ჰაა ვერაა ო?"
6 - ჭანდარი, "ტანკისტები ომამდე"
6 - მუკუზანი, "შამაია"
*6 - ვეჯინი, "პეიტარი"
* - დაგვიანების გამო გუნდს ჩაეთვალა ტურის მინიმალური ქულა

ცნობისთვის, საიუბილეო სერიის თამაშები გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით იმართება.





| Print |
FaceBook Twitter Google