განათლება
გურჯაანის ტექნოპარკში საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდება
გურჯაანის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის ტექნოპარკში საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული  ჩატარდება. 
სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, პროგრამას გუნდთან ერთად წარუძღვება ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია.

ცნობილია, რომ საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული მოიცავს ლექცია-სემინარებს, პრობლემაზე დაფუძნებულ და გამოცდილებით სწავლებას, გუნდურ სამუშაოებს, ვოქრშოპებსა და მინი კონკურსს ინჟინერიის მიმართულებით.

ტექნოპარკის განნარტებით, შეხვედრები ჩატარდება 5 დღის განმავლობაში, ორშბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი ჯგუფი და შეისწავლონ ელექტრო, მექანიკის, ბიო და სამედიცინო ინჟინერია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი განკუთვლილია 12-დან 18 წლის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია. მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი აღნიშნულ  ბმულზე.









| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტექნოპარკი /