განათლება
სიღნაღში ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“ დაიწყო
ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის -„რა? სად? როდის?“ პირველი ეტაპი დაიწყო. სასკოლო თამაშში საჯარო სკოლების ცამეტი გუნდი მონაწილეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

„რა? სად? როდის?“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.
ორი კვირის განმავლობაში თამაშის ოთხი ტური და ფინალი გაიმართება, რომლის შემდეგ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.


| Print |
FaceBook Twitter Google