განათლება
ვიქტორინის გამარჯვებული გურჯაანის N1 სკოლის გუნდი გახდა [Photo]

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინიციატივით ჩატარებულ ვიქტორინაში, გამარჯვებული გურჯაანის #1 სკოლის გუნდი „დემოკრატები“ გახდა.


ნომინაციები კი ასე გადანაწილდა:
ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტთა გუნდი- „დემოკრატები“(გურჯაანის #1 საჯარო სკოლა)
ადამიანის უფლებების დაცვის დოქტორების გუნდი-„თანასწორები“(გურჯაანის #2 სკოლა)
ადამიანის უფლებების დაცვის მაგისტრების გუნდი-„სოლონი“(გურჯაანის #4 საჯარო სკოლა)
ადამიანის უფლებების დაცვის ბაკალავრის გუნდი-„დროში მოგზაურები(სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა)

„ემოციებით დატვირთული ვარ. ეს იყო შესანიშნავი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ბავშვებს მიეღოთ ცოდნა სწორედ თავის უფლებების შესახებ. ვთვლი, რომ განურჩევლად ყველა გამარჯვებულია. მათ ყველამ ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ დღის წარმატებით განხორციელებაში და მადლობა „სპექტრს“ გვერდში დგომისთვის“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კახეთის კოორდინატორი, ნანა დევიძე.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, აღნიშნული საგანმანათლებლო ღონისძიებით, ISFED და გურჯაანის ოთხი საჯარო სკოლა ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება.

ვიქტორინის მიზანია, დაეხმაროს სკოლის მოსწავლეებს შემეცნების გაღრმავება/ გამჟღავნებაში ადამიანის უფლებების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მიმართულებით.

ვიქტორინაში მონაწილე ოთხივე გუნდს შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.





















 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვიქტორინა /