განათლება
ჩალაუბნის სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებს საჩუქრები გადასცეს
27 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი "ბედნიერი 2023 წელი ყველას“.

პროექტის იდეა კლასის დამრიგებელს თამარ ჩუთლაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს, რომ პატარები თავიდანვე მიეჩვივნენ ერთმანეთზე ზრუნვას.


პროექტის ფარგლებში, მეოთხეკლასელებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ამავე სოფელში მცხოვრებ „ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივრიკის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის“ ბენეფიციარებს და საჩუქრები გადასცეს.

აღნიშნულ თავშესაფარში 6 ბავშვი დედებთან ერთად ცხოვრობს.

პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლამზირა ყორჩიშვილმა.







| Print |
FaceBook Twitter Google