განათლება
სოფელ საბათლოში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფელ საბათლოში წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინვენტარი, საჯარო სკოლის შენობაში, პირველ სართულზე მოეწყო.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამ 200 000 ლარი შაედგინა.


| Print |
FaceBook Twitter Google