განათლება
რა საბუთებია საჭირო საბავშვო ბაღში რეგისტრაციისთვის

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ახალი კონტინგენტის რეგისტრაცია დაიწყო. როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატა რუაძე speqtri.ge-სთან ამბობს, მშობლების მხრიდან რეგისტრაციაზე მოთხოვნა უკვე არის.



„მშობლები მენეჯერებს რეგისტრაციისთვის უკვე მიმართავენ. მოთხოვნა არის. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: ბავშვის ორი ფოტოსურათი, დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული, ჯანმრთელობის ცნობა, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, მშობლების პირადობის მოწმობის ასლი და განცხადება. ამის შემდეგ უკვე ფორმდება მშობელთან ხელშეკრულება,“ - გვეუბნება ნატა რუაძე.

მისივე თქმით, საბუთების მიტანა მშობლებს შეუძლიათ ივლისის ბოლომდე და შემდეგ უკვე განახლდება 20 აგვისტოდან.
აქვე შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიიღებიან 2 წლიდან.


 

| Print |
FaceBook Twitter Google