განათლება
როდიდან გაიხსნება გურჯაანის საბავშვო ბაღში საზაფხულო ჯგუფები
გურჯაანის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება. ამის შემდეგ კი საზაფხულო ჯგუფები გაიხსნება, სადაც გარკვეული კატეგორიის აღსაზრდელებს შეეძლებათ სიარული.

„როგორც ყოველთვის, საზაფხულო ჯგუფები წელსაც გაიხსნება, რომელიც მე-4 ბაღში იფუნქციონირებს. რაოდენობა ბავშვთა კონტინგენტზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 4 ჯგუფი მაინც შედგება. საზაფხულო ჯგუფში ივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები და ისინი, ვისი მშობლებიც დასაქმებულები არიან,“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატა რუაძე.

ბავშვის საზაფხულო ჯგუფში ჩასარიცხად, საჭიროა მშობლის განცხადება.


| Print |
FaceBook Twitter Google