განათლება
გურჯაანში „ბიბლუსის“ მაღაზია გაიხსნება
8 ივლისს, 17:00 საათზე გურჯაანში წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ფილიალი გაიხსნება. მაღაზია თავისუფლების ქუჩაზე, N20ა-ში განთავსდება.

როგორც „ბიბლუსში“ speqtri.ge-ს განუცხადეს, გრანდიოზულ გახსნაზე მისულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი და შოუ პროგრამა ელოდება. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს
25%-იანი ფასდაკლება და დარიგდება ვაუჩერები.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსის“ ორგანიზებით, 8 ივლისს, ამავე მისამართზე გაიმართება ლიტერატურული ტურნე, სადაც გურჯაანელ საზოგადოებას გიორგი ხარაიშვილი შეხვდება.

| Print |
FaceBook Twitter Google