სიღნაღის მერმა წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, წარჩინებულ
მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული
პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცა.
"აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2022-2023
სასწავლო წელს, საბაზისო საფეხური წარჩინებით დაძლიეს და რომელთა
საფეხურის ქულა შეადგენს ათს."- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერიაში.
მათივე თქმით, პერსონალური კომპიუტერები მოსწავლეებს ორ ეტაპად
გადაეცემათ და მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები