განათლება
თელავის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმი ჩატარდება
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმი ჩატარდება.
სამეცნიერო ფორუმი 2 ნოემბერს, უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე, სხდომათა დარბაზში, 12 საათზე გაიხსნება.

“ფორუმზე უნივერისტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, საკუთარ მოხსენებებს წარადგენენ.”-აცხადებენ უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, ღონისძიება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტმა და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა მოამზადეს.

| Print |
FaceBook Twitter Google