განათლება
ახალგაზრდობის სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გადავა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ახალგაზრდობის სააგენტო შემდეგი, 2024 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შეიცვლება სამინისტროს სახელწოდებაც - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე გააკეთა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებითა და უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, რომელიც, რა თქმა უნდა, გარდა განათლებისა, სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.

ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებსა და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკისა და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

შედეგად კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო,“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

| Print |
FaceBook Twitter Google