განათლება
საგანმანათლებლო რესურცესნტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე ვაკანსია გამოცხადდა
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ღია კონკურსი გამოცხადდა. ვაკანსიები უკვე განთავებულია hr.gov.ge-ზე.

როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, ისინი გასული წლის დეკემბრის თვეში უკვე დაინიშნნენ ფუნქციათა შემსრულებლად და მათთვის ცნობილი იყო, რომ გამოცხადდებოდა ღია კონკურსი. მისივე თქმით, აპირებს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონკურსში.

„დეკემბერში გადავინიშნეთ რესურასცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლად და ვიცოდით, იმისათვის, რომ საჯარო მოხელეებად გადავნიშნულიყავით, უნდა გამოცხადებულიყო ღია კონკურსი. ჩვენ მანამდე ვიყავით მხოლოდ პროფესიული მოხელეები და წარმატების შემთხვევაში გავხდებით საჯარო მოხელეები. მე ვფიქრობ, რომ უნდა მივიღო მონაწილეობა კონკურსში,“ - გვეუბნება დალი მინდიაშვილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი. აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო სარგო შეადგენს 2394 ლარს.






| Print |
FaceBook Twitter Google