განათლება

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა.
“საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!” - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:
2024 წლის გამოცდები კვლავაც ორ სესიად ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის მსურველები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრობის კანდიდატები 17-18 ივლისს ჩააბარებენ.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge თითოეულ აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას!

- ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
- მასწავლებლის გამოცდისათვის დარეგისტრირებულია 18 900-ზე მეტი აპლიკანტი.
2024 წლის გამოცდები კვლავაც ორ სესიად ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის მსურველები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრობის კანდიდატები 17-18 ივლისს ჩააბარებენ.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge თითოეულ აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას!
მასალის გამოყენების პირობები